შეხვედრა კახეთის რეგიონში მოღვაწე ადვოკატებთან

10 ნოემბერი 2018

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი მამუკა ნოზაძე, აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი, ადვოკატის უფლებათა დაცვის თბილისისა და რეგიონული კომიტეტები და ადვოკატის სოციალური დაცვის კომიტეტი, ქალაქ თელავში მართავს შეხვედრას კახეთის რეგიონში მოღვაწე ადვოკატებთან.

 

დავით ასათიანი შეხვედრაში მონაწილე ადვოკატებთან ერთად განიხილავს პროფესიის წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებს და აცნობს მათ იმ აქტივობებს, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია ახორციელებს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით. 

 

შეხვედრის ფარგლებში კახეთის რეგიონში მოღვაწე ადვოკატები მოისმენენ ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტების ანგარიშებს და თავადაც წარმოადგენენ იმ პრობლემებს, რომელსაც ისინი აწყდებიან ადვოკატის უფლებების დარღვევის კუთხით კახეთის რეგიონში. 

 

ამასთან, ადვოკატის სოციალური დაცვის კომიტეტი შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს იმ ღონისძიებებს, რომელსაც კომიტეტი ატარებს "სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში  ადვოკატის დამატების მიზნით. ერთ-ერთ განსახილველი თემას ასევე წარმოადგენს ადვოკატის დაზღვევის საკითხი.

 

მსგავსი შეხვედრები ადვოკატებთან უკვე ჩატარდა ქუთაისში, ბათუმში და ზუგდიდში და კვლავაც გაგრძელდება მომავალში.  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი